ახალი ამბები
ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი მანქანა დაემატა
ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურს თანამედროვე და მრავალმხრივი შესაძლებლობებით აღჭურვილი ახალი მანქანა დაემატა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე მანქანები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს კიდევ დაემატება.

ზუგდიდს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დასრულდება.  სამაშველო სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს ასევე ანაკლიაში.

ამავე თემაზე:

ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო

ზუგდიდში 6 წლის წინ დაწყებული სახანძროს მშენებლობა 2019 წელს დასრულდება
Print