ახალი ამბები
აქციის მონაწილეები POSTV-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციის მონაწილეები „POSTV“-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ და მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა კანონიერი მანანა მიქავას მოთხოვნა, აქციის ორგანიზატორმა უპასუხა, რომ მასთან კომენტარს არ გააკეთებდა, რადგან აღნიშნულ მედია საშუალებას მანამდე მისი პრეს-კონფერენცია არ გაუშუქებია.

აქციის მონაწილეებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი საარჩევნო შტაბითან იმყოფებოდნენ და შენობაში შესვლისა და იქედან გამოსვლის საშუალებას მსურველებს არ აძლევდნენ. საბოლოოდ, კარის გაღება მოხერხდა, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა.

აქცია „ქართული ოცნების“ შტაბის მიმდებარედ გრძელდება.

Print