ახალი ამბები
ზუგდიდში „ევროპის დღე“ აღნიშნეს (ფოტო)
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისმა პირველ საჯარო სკოლაში ევროპის დღის აღსანიშნად ღონისძიებები მოაწყო.

დღეს სკოლაში სპორტული, მუსიკალური  და სხვა აქტივობები გაიმართა, მათ შორის, ვიქტორინა, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული თამაშები, სახის მოხატვა და სხვა.

1950 წლის 9 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრსმა რობერტ შეუმანმა ევროპული თანამშრომლობის იდეა შექმნა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირის.

ამ დღეს ევროკავშირი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას აღნიშნავს.



Print