ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრი ზუგდიდში: ყველა ოჯახში მივიყვანთ სითბოს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქტომბერში ჩავიდა და მოსახლეობას გაზიფიკაციის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპის შემდეგ სამეგრელოს 75 სოფელი თუ დასახლებული პუნქტი მიიღებს ბუნებრივ აირს, მათ შორის ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. 

„დავპირდით მოსახლოებას, რომ დარჩენილი სოფლები და ახალი დასახლებები, ისეთები სადაც ისტორიულად არ ყოფილა გაზი, ყველას მოვიცავთ. სამწლიან პერსპექტივაში ჩვენ გვაქს დაგეგმილი საქართველოს მასშტაბით 266 სოფელში გაზის შეყვანა,  აქედან 75 არის სამეგრელო. ორ თვეში ვიწყებთ მკვებავი მილსადენების შეყვანას ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ეს არის სიღარიბის დაძლევის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. გაზი ყველა ოჯახს.  21-ე საუკუნეში არ უნდა იყოს საუბარი თუ რამდენი პროცენტი გვაწყობს ჩვენ საქართველოში, რამდენიც საჭიროა იმდენს გავაკეთებთ. ყველა ოჯახამდე მივიყვანთ სითბოს“, - განაცხადა თურნავამ.

ადგილზე იმყოფებოდა მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალქესანდრე მოწერელია. მოწერელიას თქმით, ის დაპირება, რომელიც შემოდგომაზე გაიცა წარმატებით სრულდება.
Print