რეგიონი
შსს-მ ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯიხაშკარში, 12 მაისს მომხდარი ინცინდეტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამართულ ბრიფინგზე პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ დიასამიძემ ისაუბრა.

გამოძიება 160-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს.

„დავიწყეთ გამოძიება საცხოვრებელში ნებართვის გარეშე შეღწევისა და ოჯახის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცყოფის ფაქტებზე“, - აღნიშნა დიასამიძემ.

დიასამიძის თქმით, შს სამინისტრო უზურნველყოფს საარჩევნო პროცესების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. 


“ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი გაერთიანებულ ოპოზიციას საარჩევნოდ პროვიკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა მედიასაშუალება Itv-ის კადრები აჩვენა, სადაც ჯიხაშკარში, ზარანდიების საცხოვრებელ სახლთან მომხდარი დაპირისპირებაა ასახული. ჩიქოვანის მტკიცებით, ოპოზიციური გაერთიანების წევრები და მხარდამჭერები, ზარანდეიბს ოჯახის უარის მიუხედავად, მათ სახლში მაინც შეუვარდნენ. თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში. აკაკი მინაშვილმა, რომელიც კადრებში ფიგურირებს, განმარტა, რომ ვიდეო მასალა სრულად არ არის მოწოდებული. მისივე თქმით, ზარანდიებმა თავად მიაყენეს მათ მომხრეებსა და წევრებს შეურაცხყოფა.
Print