ახალი ამბები
ოპოზიციის ინფორმაციით, ამომრჩეველთა სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭდები უბნებზე ვადაზე ადრე გასცეს
ზუგდიდის #67 საოლქო სააჩევნო კომისიის შენობაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ ზუგდიდის სოფლებში სამაგიდო სიები არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე გაატანეს, რაც, მათი თქმით, კანომდარღვევაა და არჩევნების გაყალბების მცდელობას წარმოადგენს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის თინათინ ბოკუჩავას ინფორმაციით, სიები მათი მოთხოვნების საფუძველზე სოფლებიდან მოაბრუნებინეს.

თავის მხრივ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამტკიცებს, მათ კანონი არ დაურღვევიათ და ყველა პროცედურა კანონის დაცვით მიმდინარეობს. რაც შეეხება სიების მობრუნების ფაქტს, მესხმა განმარტა, რომ ოპოზიციამ სიების გადამოწმება მოითხოვა, რის გამოც საოლქომ სიების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

კითხვაზე, იცავს თუ არა პოლიცია სამაგიდო სიებს, რომელიც დალუქული უნდა იყოს, მესხმა უპასუხა, რომ მას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები ზედამხედველობენ.

Print