ახალი ამბები
საოლქოს მიერ საარჩევნო სიებისა და ინვენტარის გაცემის ფაქტს საია შეისწავლის
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომოისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მიერ საარჩევნო ინვენტარის გაცემის ფაქტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეისწავლის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ უთხრა.

"ჩვენ დავინახეთ, რომ რამდენიმე საათის წინ გაცემული საარჩევნო სიები უკან მოაბრუნეს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ვსწავლობთ, რამდენად კანონიერად გასცეს", - აღნიშნა ჭკადუამ.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია ხვალ გააკეთებს განცხადებას იმის შესახებ, არის თუ არა არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ბეჭდებისა და სამაგიდო სიის გაცემა კანონდარღვევა.






Print