არჩევნები
"პატრიოტთა ალიანსის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი: კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ
"პატრიოტთა ალიანსის" ზუგდიდის მერობის კანდიდატის შავლეგ თოდუას განცხადებით, იგი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა. მისივე თქმით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს მან კანდიდატურა მოიხსნა.

„გუშინ დაფიქსირდა ასეთი ფაქტი, რომ ჩვენს მომხრეებთან აგიტაციის ჩატარების პროცესში გვკითხეს,  ხომ ვიხსნიდი კანდიდატურას სამთავრობო კანდიდატის სასარგებლოდ? ეს ჩვენთვის არის ძალიან უცნაური შეკითხვა, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა“, - ამბობს თოდუა. 

ზუგდიდი მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება. მასში 16 კანდიდატი იღებს მონაწილეობას.
Print