ახალი ამბები
ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაცია ანაკლიიდან ჯიხაშკარამდე მსვლელობას მოაწყობს
გაერთიანებული ოპოზიციის ახლგაზრდული ორგანიზაციის წევრები ანაკლიიდან სოფელ ჯიხაშკარამდე  აქცია-მსვლელობას მართავენ. ერთ-ერთი მონაწილის ბესიკ შენგელიას თქმით, ისინი კიდევ ერთხელ შემოივლიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას სანდრა რულოვსის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"ავტოკოლონებით მთლიანად შემოვივლით მუნიციპალიტეტს, როგორც ქვედა და ზედა ზონას, ასევე ქალაქს. ზუგდიდელებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სანდრა რულოვსის მხარდაჭერისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელმა ზუგდიდმა იცოდეს, ზუსტად ამ ახალგაზრდებისთვის არჩეული უნდა იყოს სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერად. დარწმუნებული ვარ, რომ 19 მაისს ზუგდიდიდან დაიწყება საქართველოს გამრჯვება", - განაცხადა შენგელიამ.

ახალგაზრდებმა მსვლელობა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბიდან დაიწყეს. ისინი ჯერ ანაკლიაში ჩავლენ და იქიდან დაიწყებენ მსვლელობას.
Print