ახალი ამბები
დამოუკიდებლობის მარში - გიგა მაქარაშვილი ფეხით ზუგდიდში ჩამოვიდა
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც რუსულ ოკუპაციას ამჯერად გორიდან მესტიამდე ფეხით მსვლელობით აპროტესტებს, ზუგდიდში ჩამოვიდა. გზად მას წარწერები დახვდა „ვაგაჩენდა, გიგა“ (არ გაჩერდე, გიგა).

აქტივისტმა ფეხით მსვლელობა თბილისიდან 9 აპრილს დაიწყო და მის დასრულებას 26 მაისს მესტიაში გეგმავს.

საბოლოოდ, მაქარაშვილი მსვლელობის ფარგლებში 50-მდე ქალაქსა და 400-მდე სოფელს გაივლის.

სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი 13 დღიანი ფეხით მსვლელობის შემდეგ ენგურის ხიდზე სწორედ 27 სექტემბერს ჩავიდა. ამ ფორმით მან რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. ჟურნალისტმა და აქტივისტმა თბილისიდან ენგურის ხიდამდე 360 კილომეტრზე მეტი ფეხით გაიარა.



Print