არჩევნები
გეგა შენგელია: დარმწუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ ამ ორთაბრძოლაში (ვიდეო)
“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმა კომბინატში განთავსებულ 28-ე უბანზე მისცა. საარჩევნო უბანზე ის ოჯახთან ერთად მივიდა. გეგა შენგელიას თქმით, ხმა უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდსა და დაწყებული პროექტების გაგრძელებას მისცა.

“აქტივობის შემთხვევაში, ჩვენ დარმწუნებულები ვართ, რომ ორთაბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება”, - თქვა შენგელიამ.



კითხვაზე, რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში, მიულოცავს თუ არა მას და აღიარებს თუ არა შედეგებს, შენგელიამ უპასუხა, რომ ის პატივს სცემს ზუგდიდელების არჩევანს.

“ზუგდიდელები წყვეტენ, ვინ უნდა აირჩიონ მერად, ამიტომ, პატივს ვცემთ მათ არჩევანს”,- განაცხადა შენგელიამ.

სანდრა რულოვსი: ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს (ვიდეო)

ზუგდიდის მერის არჩევნები - განახლებადი

ზუგდიდის საოლქო: ყველა უბანი 7 საათზე გაიხსნა


Print