არჩევნები
ირაკლი ჩიქოვანი: ენმ-მ თავიდანვე იცოდა, რომ წაგებული ჰქონდა არჩევნები
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მათ ჰქონდათ მოლოდინი რომ გიორგი შენგელია პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა. ჩიქოვანის თქმით, საარჩევნო პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ზუგდიდელებს. გავემიჯნეთ იმ ექსცესებს, რაც ნამდვილად მიუღებელი იყო ჩვენთვის. იყო პროცედურული დარღვევები, რაც გავლენას ვერ იქონიებს შედეგზე. ენმ-მ თავიდანვე იცოდა, რომ წაგებული ჰქონდათ. მათი დღის წესრიგი იყო, რომ დაძაბულობა ყოფილიყო, რაც ვერ განხორციელდა და ამიტომაც უკმაყოფილოები არიან“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, ჩიქოვანმა განმარტა, რომ მათ კანონიერ ფარგლებში პროტესტის გამოხატვასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.

ბოლო მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებში, ცესკოს ინფორმაციით, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა.

Print