რეგიონი
ზუგდიდში თავისუფლების ქუჩაზე 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, შუბლის წილის დაჟეჟილობა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 


Print