ახალი ამბები
26 მაისს ზუგდიდში იწვიმებს
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს. მათივე ცნობით, წვიმა ელჭექით დღის მეორე ნახევარში, შუადღიდან დაიწყება და პერიოდულად იწვიმებს.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ზუგდიდში 22-25 გრადუსი სითბო იქნება.

ასეთივე ამინდს ელოდებიან სინოპტიკოსები მესტიასა და სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში.

Print