ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით ფატი ფურცხვანიძე იმუშავებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში უთხრეს.

მანამდე ფურცხვანიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე იყო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსისთვის კენჭისყრა 24 მაისს გაიმართა. კონკურსი 43 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული. 69 კანდიდატიდან მოსამართლის თანამდებობაზე 32 კანდიდატი გამწესდა. მათგან 27 მოქმედი მოსამართლე, ორი ყოფილი მოსამართლე, სამი კი იუსტიციის სკოლის მსმენელია.

Print