ახალი ამბები
ზუგდიდში ბიძის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ლ.ა დამნაშავედ სცნო და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 26 ნოემბერს, ლ.ა., წარსულში ბიძასთან - გ.ა-სთან არსებული კონფლიქტის გამო,  შურისძიების მიზნით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მდებარე გ.ა-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და ჩაუსაფრდა. როდესაც ლ.ა.-მ  ეზოში მყოფი გ.ა. შენიშნა, მიუახლოვდა მას და სანადირო თოფიდან დამიზნებით ორჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.  ლ.ა. იმავე დღეს, ბრალის აღიარებით პოლიციის განყოფილებაში მივიდა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

ამავე თემაზე:

შსს: ერგეტაში ძმისშვილმა ბიძა მოკლა
Print