რეგიონი
ბავშვთა დაცვის დღეს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი ზუგდიდში
ზუგდიდში 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს, დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც ქალაქში მერიის ორგანიზებით იმართება.
მერიის ინფორმაციით, მუსიკალური, შემეცნებითი და სხვა აქტივობები სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება.

რადიო „ათინათი“ ღონისძიებების განრიგს გთავაზობთ:

10:30 საათი - მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ფოიეში საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
11:00 საათი - მშობელთა შორის ინტელექტუალური თამაში: ,,რა? სად? როდის?" მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ფოიეში.
12:00 საათი - ასფალტზე ხატვა -,, მზესთან და ყვავილებთან’’ ( ქალაქისა და რაიონის საჯარო სკოლები) და სასახლის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ( ქალაქის N2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე)
13:00 საათი - სასახლის ბენდის ,,ზუგდიდი’’ კონცერტი.( ქალაქის N2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე)
15: 00 საათი - ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდაბადე", მედოლეთა ანსამბლი,, კოლხეთი", სტუდია ,,ენკი-ბენკი", საბალეტო კლასი
ასოციაცია ,,დეა’’-პანტომიმური წარმოდგენა.

Print