სასამართლომ ზუგდიდში სამედიცინო დაწესებულებას ექთნისთვის განაცდურის ანაზღაურება დაავალა									
			
		
						
			
			
			
								რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ზუგდიდელი მადონა შეროზიას სარჩელი და ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებას მისთვის 800 ლარის ოდენობით განაცდურის    
გადახდა დაავალა.  მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი იცავდა.
„შეროზია უკანონოდ გაათავისუფლეს პროფესიული კომპეტენტურობისა და კვალიფიკაციის დაბალი დონის მოტივით. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კი  ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება და გაერთიანებას 800 ლარის გადახდა დააკისრა“, - აცხადებენ TI-ში. 
მადონა შეროზია სამედიცინო დაწესებულებიდან 2018 წლის მაისში გაათავისუფლეს.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები