ახალი ამბები
ზუგდიდში სტიქიის შედეგებს ითვლიან
ზუგდიდში სტიქიის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და ერთ-ერთი მრავალბინიანი კორპუსის სახურავი დაზიანდა. გარდა ამისა, ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს. ზუგდიდის მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან გასულები და ზარალს სწავლობენ.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, ენერგო-პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ ბრიგადები მუშაობენ და აბონენტებს დენის მიწოდება დღის განმავლობაში აღუდგებათ.

ამასთან, კომპანიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ, თითქოს, წუხელ, ზუგდიდს ელექტროენერგია შეზღუდვით სპეციალურად, თბილისში განვითარებული მოვლენების გამო მიეწოდებოდა.



Print