ახალი ამბები
ძროხები ზვიად გამსახურდიას ძეგლთან
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მსხვილფეხა საქონელი გადაადგილდებოდა და ბალახს ძოვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ  ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები გავიდნენ, თუმცა პირუტყვები იქ არ დახვდათ. ამავე ცნობით, ისინი ძროხების ძებნას გააგრძელებენ.

მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვის ქალაქის ქუჩებში უპატრონოდ მიტოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, მეპატრონეები 100-100 ლარით დაჯარიმდებიან.

ფოტო: რადიო "ათინათი"



Print