ახალი ამბები
ზუგდიდში წაქცეული ასწლოვანი მუხისგან შესაძლოა ატრაქცია დაამზადონ
ასწლოვანი მუხა, რომელიც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სტიქიის შედეგად 20 ივნისს წაიქცა ჯერ არ გაუტანიათ. ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მუხისგან  შესაძლოა ხის ატრაქცია დამზადდეს, რომელიც ადგილზე დარჩება. მისივე თქმით, ხის დაჭრა და მისი სხვა მიზნებისთვის გამოყენება არ იგეგმება.

„ვმუშაობთ ამ საკითხზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს წაქცეული მუხისგან. ვგეგმავთ ხის მასალის ოსტატების მოწვევას, რათა განვიხილოთ, თუ რა შეძლება გაკეთდეს“, - თქვა ქარჩავამ.

ზუგდიდში, 20 ივნისს ძლიერი ქარისა და წვიმის გამო ხეები წაიქცა.




Print