რეგიონი
ზუგდიდში სასწრაფო დახმარების ცენტრის ასაშენებლად ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ზუგდიდში, ლომთათიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ ტერიტორიაზე სასწრაფოს ახალი ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი მერიამ ხელახლა გამოაცხადა.
მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. როგორც შესყიდვების ელექტრონულ გვერდზე ვკითხულობთ, მონაწილე სამივე კომპანიამ ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიიღო.

ჭითაწყარში სასწრაფოს ცენტრის ასაშენებლად 540 ათასამდე ლარია გამოყოფილი, გამარჯვებულმა სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების დადებინდან 4 თვეში უნდა შეასრულოს.

წინადადებები ტენდერში 5-დან 8 ივლისამდე მიიღება.

Print