ახალი ამბები
ზუგდიდში ხვალ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის გამო ცენტრალური ქუჩები გადაიკეტება
ზუგდიდში ხვალ, 29 ივნისს, 16:00 საათიდან გაერთიანება ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივით დაგეგმილ, მოქალაქეთა მშვიდობიან აქციასთან დაკავშირებით მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით გზა გადაიკეტება:

რუსთაველისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთაზე;

რუსთაველისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე;

თაბუკაშვილისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე;

აღმაშენებლისა და უბერის ქუჩის კვეთაზე;

თაბუკაშვილისა და გამარჯვების ქუჩის კვეთაზე:


Print