ახალი ამბები
ზუგდიდში ძლიერ წვიმებს რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ
ზუგდიდში სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში უხვ ნალექსა და ტემპერატურის დაცემას ვარაუდობენ. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო
"ათინათს" უთხრეს, განსაკუთრებულად ძლიერად ზუგდიდში დღეს ღამით იწვიმებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, წვიმა დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

"ასეთივე მდგომარეობა იქნება ხვალ, ზეგ კი, პირველ ივლისს, ჰაერის ტემპერატურა, დაახლოებით, 22 გრადუსამდე დაიწევს, თუმცა, შესაძლოა, ძლიერი ნალექი აღარ იყოს", - გვითხრეს სააგენტოში.

გამოდარებას სპეციალისტები 2 ივლისიდან პროგნოზირებენ.
Print