რეგიონი
ანაკლიის ყოფილი გამგებელი ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ანაკლიის ყოფილი გამგებელი ბადრი ყორშია დამნაშავედ ცნო. მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილებით, მას ერთი წელი პირობითი მსჯავრი და 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. რადიო „ათინათს“ საქმის პროკურორმა დავით პაპავამ უთხრა, რომ გამოძიება ბრალდებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდა.

„საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ვითხოვდით, რაც სასამართლომ დაამტკიცა. ეს არის 2016 წელს მომხდარი ფაქტი. ანაკლიაში გაცემული ჰქონდა მიწის ნაკვეთზე დოკუმენტები, რომელიც იყო გაყალბებული“, - აღნიშნა  დავით პაპავამ.

ბადრი ყორშიამ ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის თანამდებობა 2016 წელს დატოვა. ყორშია აღნიშნულ პოსტს წელიწადნახევარზე მეტხანს იკავებდა.

Print