რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ორმა დეპუტატმა დატოვა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პაატა ადამიამ დატოვა. მისი თქმით, მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რაც მოხდა 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო მისი მოვალეობა, თუმცა ის რაც მოხდა 20 ივნისის ღამეს არის შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა. ადამიას ამბობს, რომ საკრებულოს მმართველი პარტიის დეპუტატებს არ სურთ სიმართლის მოსმენა და მან ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო. 

მანამდე, სხდომა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ბათლომე შელიამაც დატოვა. მან 20 ივნისის მოვლენების პოლიტიკური შეფასება სცადა, თუმცა მას მმართველი პარტიის წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე:

ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოში


Print