რეგიონი
ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოში
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი დეპუტატის ბათლომე შელიას დაუპირისპირდნენ. კამათი შელიას მხრიდან 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების შეფასებას მოყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენები მთავრობის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების ბრალია. მის სიტყვით გამოსვლას მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, პარლამენტზე შტურმის მიტანა და პოლიციელების ცემა დანაშაულია და ხელისუფლებამ ადეკვატურად იმოქმედა. საბოლოდ, შელიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"სიტყვით, გამოსვლას რომ ვაპირებდი, გუშინ დავაანონსე და იცოდნენ ეს ჩემმა კოლეგებმა. მინდოდა ჯანსაღი ოპონირება, მაგრამ მივიღე ის, რაც მოხდა. დამისვეს "ოცნების" აქტვისეტები, რომლებიც მერიის ააიპ-ებშიც არიან გაფორმებულები და ჩემი გამოსვლის გადაფარვა შეძახილებით ცადეს. ეს ხალხი უპასუხისმგებლო ხელისუფლების უპასუხისმგებლო წარმომადგენლები არიან", - თქვა შელიამ.

სხდომა გრძელდება და დღეს დეპუტატებმა 10-მდე საკითხი უნდა განიხილონ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.