რეგიონი
ზუგდიდში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართება
11 ივლისს ზუგდიდში, ტექნოპარკის ტერიტორიაზე სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართება. მისი მიზანი ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა.

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ბინზნესს ორგანიზაცია და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც ღონისძიების მიმდინარეობისას სტუმრებს გაეცნონ მათ საქმიანობებს.

ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეები ასევე მიიღებენ ინფორმაციას ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმას „დროის ბანკი“ შესახებ და შეეძლებათ, მათი ინტერესების და უნარების გათვალისწინებით, ადგილზე შეარჩიონ აქტივობა, რომელშიც მოხალისოებრივად ჩაერთვებიან.



საზოგადოებას გაეცნობიან ახლად შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ასევე გაიმართება რამოდენიმე ვიქტორინა, რომელიც დამსწრეებს შეუქმნის მოტივაციას უკეთ გაეცნონ ფორუმზე წარმოდგენილი ორგანიზაციები.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია ასოციაცია „ათინათის“ მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

Print