ახალი ამბები
ზუგდიდის ბულვარში წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება, სადაც მსურველებს ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, სასურველი გამოცემები 15-50% ფასდაკლებით შეიძინონ. გამოფენა პროექტ „მოიზღვავე წიგნების“ ფარგლებში მიმდინარეობს. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის თიკო პარკაულის თქმით, მკითხველებს აქ ახალ გამოცემებთან ერთად, სხვა მწერლებთან ერთად, ზუგდიდელი ავტორების წიგნებიც დახვდებათ.

„ტრადიციულად წარმოდგენილი გვაქვს თერთმეტი წამყვანი გამომცემლობის წიგნები.  ყველა წიგნზე გვაქვს ფასდაკლება  15%-დან   50%-ის ჩათვლით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მკითხველი გავანებივროთ ფასდაკლებით, რომ შეძლონ მათთვის სასურველი ლიტერატურის შეძენა. სიახლეა ახალი გამოცემები, როგორც ქართველი და ზუგდიდელი თანამედროვე ავტორები, ასევე თარგმნილი ლიტერატურა. აქტიურობა არის, რაც ძალიან კარგია. ორი დღის განმავლობაში ვიქნებით ამ ლოკაციაზე, ზუგდიდის ბულვარში 11-საათიდან 9-საათამდე“, - თქვა თიკო პარკაულმა.

ღონისძიება გამომცემლობა "ირიათონის" ორგანიზებით ზუგდიდში უკვე მეოთხედ ტარდება.














Print