ახალი ამბები
ზუგდიდში სტიქაროსანმა ჟურნალისტებს მეუფე შიოსთან მიახლოების საშუალება არ მისცა (ვიდეო)
ზუგდიდში, პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიოსთან მიახლოების საშუალება ჟურნალისტებს არ მიეცათ. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძრის ეზოში მეუფე შიოსთვის კითხვების დასმა მედიამ ვერ მოახერხა. ჟურნალისტებს სხვა თემებთან ერთად პატრიარქის თანამოსაყდრისთვის მოსაზრება დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენებზე უნდა ეკითხათ.

საბოლოოდ, მეუფე მანქანაში ჩაჯდა. ამის შემდეგ სტიქაროსანი და მისი თანხმლები პირები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ და გადაღებაში ხელს უშლიდნენ. სტიქაროსანი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს კი მიკროფონის დამტვრევით დაემუქრა.

რამდენიმე წუთში მეუფემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად ტაძრის ეზო დატოვა.



Print