ახალი ამბები
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ლატვიელ პოეტს მასპინძლობს (ვიდეო)
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 გაიხსნა. ფესტივალი ორდღიანია და მოსულ სტუმრებს ორგანიზატორები ლიტერატურულ და მუსიკალურ პროგრამას შესთავაზობენ.  პირველი დღე პოეტმა გიორგი ლობჟანიძემ გახსნა. F5  წელს პირველად ლატვიელ პოეტს, სემიონ ხანინის უმასპინძლებს.იგი აუდიტორიის წინაშე ხვალ წარსდგება.

„ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილობას იღებენ  ქართველი პოეტები, მწერლები და მუსიკოსები. პირველი ნაწილი ეთმობა ლიტერატურას, მეორე ნაწილი მუსიკას და ყველაზე კარგი რაც არის ლატვიელი ავტორი გვყავს სტუმრად, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალის გამო ჩამოვიდა ზუგდიდში. ჩვენ გვინდა, რომ ეს ფესტივალი გახდეს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა ლაშხიამ.

აღნიშნულ ფესტივალს ზუგდიდი მეორედ, არტ ჰაუსში, ტარდება.

ამავე თემაზე:

რა ელოდებათ მაყურებლებს ფესტივალ F5-ის პირველ დღეს

ფესტივალ F5-ის მეორე დღის პროგრამა
Print