ახალი ამბები
ზუგდიდში უახლოესი ერთი კვირა იწვიმებს
ზუგდიდში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ნალექიანი ამინდი იქნება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს. სინოპტიკოსების პროგნოზით ინტენსიური წვიმა 25 ივლისამდე შენარჩუნდება, 26-27 ივლისს ინტენსივობა შემცრიდება, თუმცა, სრულად მხოლოდ 30 ივლისიდან გამოდარებს.

„30-მდე იქნება სხვადასხვა ინტესივობის წვიმა, ჰაერის ტემპერატურაც 26 გრადუსამდე, 30-დან კი წვიმაც შეწყდება და ტემპერატურაც აიწევს“, - ამბობენ სინოპტიკოსები.

განსაკუთრებით ძლიერ წვიმას გარემოს ეროვნულ სააგენტოში 25 ივლისს მესტიაში ვარაუდობენ.

Print