ახალი ამბები
წოწერია: მივიღეთ გადაწყვეტილება, არ მოვუმატოთ ხელფასი პოლიტიკური თანამდებობის პირებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წუთებში დეპუტატები ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით კამათობენ. ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის ბათლომე შელიას თქმით, დოკუმენტის თავდაპირველ ვერსიაში ხელფასების ზრდა, პროფესიულ საჯარო მოხელეებთან ერთად, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვისაც იყო გათვალისწინებული. ოპოზიციონერმა ამ საკითხზე უმრავლესობის წევრებისგან განმარტებები მოითხოვა.

"ცუდი ფაქტია, როდესაც ახალი მერი და მოდგილეები თავიდანვე ხელფასების მატებაზე იწყებენ საუბარს, თუმცა კარგია რომ დოკუმენტში ცვლილების შევიდა და ხელფასები თანამდებობის პირებს არ მოემატებათ", - თქვა შელიამ.

მის საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ თქვა, რომ მათ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან კანონი აძლევს ულებას, თანამდებობის პირებს ხელფასი გაუზარდონ. წოწერიამ ასევე დასძინა, რომ მათ არც იმ შემთხევაში გაუჭიროდებოდათ არგუმენტაცია, თუკი ხელფასები პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც გაეზრდებოდათ.

კამათში ჩაერთო უმრავლესობის წევრი ირაკლი ლაგვილავა, რომელმაც შელიას უთხრა, რომ ის ჭიქაში ქარიშხალს ეძებს.

ენმ-ს წევრმა პაატა ადამიამ საკრებულოს წევრებს შენიშვნა მისცა, რადგან მას მხოლოდ დოკუმენტის წინასუმუშაო ვერსია გაუგზავნეს, რაზეც მამუკა წოწერიამ ადამიას ბოდიში მოუხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არასწორია, ხელფასები ეზრდებოდეთ საჯარო მოხელეებს და თანხა მოსახლეობისთვის აუცილებელ პროგრამებს აკლდებოდეს.

"ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ამ გადაწყვეტილებას, რადგან არ შეიძლება, მაგალითად სოციალურ და ჯანდაცვის განყოფილებას აკლდებოდეს თანხა და ამავე დროს საჯარო მოხელეებს, რომლებიც საზოგადოებისთვის უნდა მუშაობდნენ, პირველ რიგში, ემატებოდეთ ანაზღაურება", - თქვა ადამიამ.

რეორგანიზაციის დეტალებთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატები საკუთარ შენიშვნებს აცნობენ.



Print