რეგიონი
ბაიას ბაზაზე აუზის მშენებლობისთვის სამუშაოები დაიწყო
ზუგდიდში, ს.კ. „ბაიას“ ბაზაზე საცურაო აუზის შენებლობის პირველი ეტაპი დაიწყო. ინფორმაციასა და ფოტოებს ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი ზვიად სიჭინავა ავრცელებს. მისივე თქმით, ადგილზე მიწის ამოღების სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიზნესმენსა და ზუგდიდის მერობის ყოფილ კანდიდატს ზვიად სიჭინავას აუზის მშენებლობის ნებართვა გასულ კვირაში მისცა.

ს.კ. "ბაიას“ ბაზაზე კომპლექსის მშენებლობისთვის ნებართვის მისაღებად ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზუგდიდის მერიას ივნისში მიმართა.

სიჭინავას ინფორმაციიით, ეს იქნება ევროსტანდარტებთან შესაბამის აუზი, სპა, საუნა, ჯაკუზი, გამაჯანსაღებელი პროცედურები. აუზი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. ფასები კი, როგორც სიჭინავა ამბობს, პირველ ეტაპზე, პირობების გათვალისწინებით, ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება.

Print