ახალი ამბები
„ქვიშის რაგბი 2019-ის“ გამარჯვებული ზუგდიდის გოგონათა გუნდი გახდა
საქართველოს მასშტაბით რაგბის გოგონათა გუნდებს შორის გამართულ „ქვიშის რაგბი 2019-ში“ ზუგდიდმა გაიმარჯვა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მწვრთნელმა ვახტანგ კორკელიამ უთხრა. მისივე თქმით, აღნიშნულ ტურნირში ზუგდიდი უკვე მეორე წელია მონაწილეობს.

„სულ საქრათველოს სხვადასხვა რეგიონის ექვსი გუნდი მონაწილოებდა ტურნირში. ჩვენმა გუნდმა ზედიზედ სამი თამაში მოიგო და გავხდით გამარჯვებულები“, - ამბობს კორკელია.

ზუგდიდის გუნდში 18 წლამდე გოგონები თამაშობენ.


Print