ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ აუზის ასაშენებლად ტერიტორია მგფ-ს გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 13 ათასი კვ. მ. ტერიტორია 2 წლით მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცა. გადაწყვეტილებას მხარი ზუგდიდის საკრებულომ რამდენიმე წუთის წინ დაუჭირა. ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე, ოლიმპიური აუზი უნდა აშენდეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება.

ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე საცურაო აუზის პროექტირებაზე შპს „კარკასმა“ მუშაობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. მის პროექტირებაზე კი ფონდი 246 ათას ლარამდე დახარჯავს.

ევროსტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა ზუგდიდში გასული წლის ივნისში პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა.




Print