ახალი ამბები
თურქეთში დაღუპული ახალგაზრდის ცხედარი ჩხოროწყუში ჩამოასვენეს
თურქეთში, სამუშაოდ წასული 26 წლის ჩხოროწყუელი მამაკაცის ცხედარი, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, საქართველოში გადმოასვენეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ცხედარი კირცხში საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით წუხელ ჩამოასვენეს.

„წუხელ ჩამოასვენეს. რა თქმა უნდა საკონსულო იყო ჩართული ამ პროცედურებში, თუმცა არც თურქულ მხარეს შეუქმნია პრობლემა. როგორც მაქვს ინფორმაცია ცხედარს ექსპერტიზა იქ ჩაუტარდა“, - ამბობს გოგუა.

მერიაში ამბობენ, რომ ოჯახს, შეძლებისდაგვარად, ფინანსურადაც დაეხმარებიან.

თურქეთში, ქალაქ არდეშენში, სამუშაოდ წასული 26 წლის ჩხოროწყუელი მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. იგი თურქეთში ჩაის საკრეფად ორი წლის წინ წავიდა.
Print