ახალი ამბები
ზუგდიდში მანქანა ქვეითს დაეჯახა
ზვიად გამსახურდიას გამზირზე, აუდის მარკის მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ახალგაზრდა ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. რადიო"ათინათს" საავადმყოფოში უთხრეს, რომ პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და კვლევები უტარდება.

მომხდარის გამო ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებული იყო.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 276 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.
Print