ახალი ამბები
ზუგდიდში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს
შუახნის ქალი, რომელსაც ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე, საავტომობილო გზის კვეთისას ავტომობილი დაეჯახა, ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს. ზუგდიდის ჰოსპიტალის დირექტორის ნიკა ჭეჟიას თქმით, პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაშია და მას სპეციალიზებული მკურნალობა დასჭირდა.

„აღენიშნება სახისა და თავის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობა უმძიმესია, თუმცა მის გადასარჩენად ექიმები იბრძოლებენ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ნიკა ჭეჟიამ.

დღეს ზვიად გამსახურდიას გამზირზე, აუდის მარკის მანქანა ქვეითს დაეჯახა. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 276 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.
Print