ახალი ამბები
რუხში ავტოავარიისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რუხში ავტოსაგაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელბის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

„იყო უკიდურესად მძიმე, ტერმინალურ მდგომარეობაში, გულის გაჩერებით და აპნოეთი. ჩაუტარდა გულ- ფილტვის რეანიმაცია,თუმცა რამოდენიმე წუთში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - აღნიშნა ჰისპოტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რუხში მოტოციკლის მძღოლი სატვირთო ავტომანქანას, დაახლოებით, 30 წუთის წინ შეეჯახა.



Print