რეგიონი
გუდაუთაში "პრეზიდენტობის" კანდიდატის შტაბს ესროლეს
გუდაუთის რაიონის სოფელ მგუძირხვაში უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან "პრეზიდენტობის" ერთ - ერთი კანდიდატის ოლეგ არშბას და "ვიცე პრეზიდენტობის" კანდიდატის ოლეგ ბარციცის საარჩევნო შტაბს ესროლეს, წერს "აბხაზია ინფორმი".

შტაბის წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტს არშბას და ბარციცის დაშინების მცდელობად აფასებენ. მათივე განცხადებით, "ამას აზრი არა აქვს და ისინი მაინც გაგრძელებენ ბრძოლას საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში". შტაბის წამომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამართალდამცავები დროულად გამოიძიებენ დანაშაულს.



აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო ერჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება. მასში 9 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. გუშინ "საარჩევნო კომისიამ" "პრეზიდენტობის" კანდიდატობიდან ასტამურ ოტირბა მოხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით მიიღეს, რომ ოტირბამ დაგვიანებით წარადგინა "ვიცე პრეზიდენტობის" კანდიდატი.

ამავე თემაზე:

სოხუმი: ასტამურ ოტირბა პრეზიდენტობის კანდიდატობიდან მოხსნეს









Print