ახალი ამბები
უმრაველესობის დეპუტატმა სალომე ფაცაციამ შესაძლოა ზუგდიდის საკრებულო დატოვოს
ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა სალომე ფაცაციამ, შეიძლება სადეპუტატო მანდატი დატოვოს.
როგორც რადიო „ათინათს“ ფაცაციამ უთხრა, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„უფრო მგონია, რომ დავტოვებ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. მალე გახდება ცნობილი. მიზეზი სამსახურს არ უკავშირდება, პირადია და ამაზე არ ვისაუბრებ“, - ამბობს ფაცაცია.
სალომე ფაცაცია საკრებულოს წევრი 2017 წლიდან არის.
Print