ახალი ამბები
ზუგდიდში ძეგლებს წითელი თვალსახვევი გაუკეთეს

სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში თითქმის ყველა ძეგლსა და ბიუსტს ანტიოკუპაციური თვალსახვევი გაუკეთეს. მერაბ კოსტავას, სპირიკონ კედიას, აკაკი ჭანტურიას და სხვა ძეგლებს

თვალები, სავარაუდოდ, წუხელ "აუხვიეს".

წითელი თვალსახვევები წარწერით "20%" ანტიოკუპაციური სიმბოლო 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გახდა, როცა თბილისში აქციის დარბევის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.


26 ივნისს აქციაზე თბილისში ათასობით ადამიანი თვალახვეული გამოვიდა აქციაზე. დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, სიმღერის შემდეგ კი წითელი ნაჭრები ჰაერში ისროლეს.

 


Print