ახალი ამბები
ნაწულუკუში ავარიის დროს დაშავებული ქალი მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა შაბათს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. საავადმყოფოში ამბობენ, რომ ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, დიაგნოზით: პოლიტრავმა, ქალა - ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის დიფუზური დაზიანება, თავის ტვინის ტრავმული შეშუპება, ტრავმული ეპიდურული ჰემატომა. გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, კომა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ავადმყოფს სასიცოცხლო ჩვენებით ჩაუტარდა რეზექციული დეკომპრესიული ტრეპანაცია. ამჟამად მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, გრძელდება ინტენსიური თერაპია", -ამბობენ მედიკოსები.

შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print