ახალი ამბები
ზუგდიდის ააიპ-ის დირექტორის მოადგილის შეურაცხმყოფელი პოსტები „სირცხვილიას“ აქციის მონაწილეების მიმართ (ფოტო)
ზუგდიდის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილე ზაზა ფარცვანია სოციალურ ქსელში აქცია სირცხვილიას" მონაწილეების მიმართ შეურაცხმყოფელ პოსტებს ავრცელებს.
ფარცვანია დეპუტატ ემზარ კვიციანს, რომელმაც გუშინ პარლამენტთან შეკრებილებს აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, მხარდაჭერას უცხადებს, აქციის მონაწილეებს კი "ქათმებად" მოიხსენიებს.
თავად ზაზა ფარცვანიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ მისი ფეისბუქი პირადი სივრცეა და საკუთარ აზრს სოციალურ ქსელში ამიტომაც აფიქსირებს.
"უფლება არ მაქვს, რასაც ვფიქრობ, დავწერო? თქვენ მიკრძალავთ? მე საჯარო მოხელე არ ვარ. ეს ადამიანები არიან მართულები და 20 ადამიანის მოთხოვნა მოთხოვნაა და 2 მილიონის არა ? უკვე გამაღიზიანებელია ამ პროვოკატორების საქციელი, ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან და ისე არ უნდათ ქვეყნისთვის კარგი, როგორც მე ჩინეთისთვის", - აღნიშნა ფარცვანიამ.

აქცია "სირცხვილიას" მონაწილეებმა გუშინ გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობის დამტკიცება გააპროტესტეს.

Print