ახალი ამბები
ასოციაცია „იმედის“ გზავნილი აფხაზ ქალებს (ვიდეო)
ზუგდიდში, კინოთეატრ "ატრიუმთან" მშვიდობის საერთაშორისო დღეთან დაკავშირებით ფლეშმობი გაიმართა. ღონისძიება ასოციაცია „იმედის“ ინიციატით ჩატარდა და მისი მთავარი მოწოდება იყო - „ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას“. ასოციაციის წარმომადგენლის ლეილა კურსუას თქმით, ღონისძიების მიზანია მშვიდობის პოპულარიზაცია და სამშვიდობო იდეების გაძლიერება. მისივე ინფორმაციით, შემუშავებულია ტექსტი, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდება.

„შემუშავებული ტექსტი, რომელიც არის მშვიდობიანი მესიჯი აფხაზი ქალების მიმართ. ჩვენი ორგანიზაცია და მხარდამჭერები ირჩევენ მშვიდობას. მშვიდობა არის კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი გზა. ამ მესიჯით მათ ვეუბნებით, რომ ომს მოჰყვა საშინელება. ომში მოგებული არ არის არც ერთი მხარე. უნდა დავივიწყოთ ის, რაც მოხდა და ვიფიქროთ მშვიდობიანი გზების ძიებაზე“, - ამბობს კურსუა.

აღნიშნული ღონისძიება პროექტის „ ქალთა კლუბი მშვიდობისათვის“  ფარგლებში გაიმართა. მას ასოციაცია "იმედი"  საერთაშორისო ორგანიზაცია KVINNA TILL KVINNA-ს მხარდაჭერით ახორციელებს.

Print