რეგიონი
ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა მეოთხე ბაღის ტერიტორიაზე განთავსდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკა, მეორე საჯარო სკოლის გვერდით, მეოთხე საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე მოეწყობა. ამის შესახებ მერმა დემოკრატიული ჩართულობის ქსელის ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე ისაუბრა. მისივე თქმით, იმ დევნილებს, რომლებიც აღნიშნულ შენობაში ცხოვრობდნენ, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კოსპუსში გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები.

პროექტის ფარგლებში, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს,  მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, ტურისტებისთვის საინფორმაციო ცენტრი, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის, კაფე და ვერანდა, რომელსაც ხედი დადიანების სასახლისკენ ექნება.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკის მოწყობა მიმდინარე წლის მარტში დაანონსა.



ფოტო: "ზუგდიდელები"
Print