ახალი ამბები
ხურჩაში დაჭრილი ჯარისკაცის ბებიის ინფორმაციით, დაშავებული ზუგდიდის საავადმყოფოში რჩება
ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაჭრილი ჯარისკაცი კოკა გეთია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ფეხშია დაჭრილი და ოპერაცია გაუკეთეს.

„არაფერი არ ვიცი, როგორ გაუვარდა ტყვია. ფეხში აქვს მოხვედრილი და დამტვრეული აქვს ძვალი. მეზობლებმა მოინახულეს და მითხრეს, რომ საშიში არაფერი არ არისო. ახლაც საავადმყოფოშია, ოპერაციაც გაუკეთეს. იქ ყოფილა ყველა, სამინისტროდანაც იყვნენო. მეორე ოპერაციაც უნდა გაუკეთდესო, მეუბნებიან“, - ამბობს ჯარისკაცის ბებია თეთრიკო გეთია.

შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა, თუმცა მედიისთვის ფაქტის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში 20 წლის ჯარისკაცი დაიჭრა
Print