ახალი ამბები
ლიაში პოლიციის მანქანა, რომლითაც დაკავებული გადაჰყავდათ ავარიაში მოჰყვა
სოფელ ლიაში პოლიციის მანქანა, რომელითაც სამართალდამცავებს დაკავებული მამაკაცი გადაჰყავდათ ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, პოლიციელებმა ადგილობრივი მცხოვრები მაშინ დააკავეს, როდესაც ის მარღიების სახლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში უშლიდა მეხანძრეებს ხელს.

"პოლიციელებმა მას მოუწოდეს შეეწყვიტა მსგავსი ქმედება. მიუხედავად ამისა, მამაკაცი სამართალდამცავებს არ დაემორჩილა, რის გამოც მისი დაკავება გახდა საჭირო. ის მანქანაშიც აგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას, შედეგად, პოლიციელმა დაკარგა მართვის ორიენტაცია და მეორე მანქანას შეეჯახა", - ამბობენ უწყებაში.

ჯვარის სასწრაფო დახმარების ექიმის ცნობით, დაშავებულია 3 პოლიციელი და ერთი მოქალაქე. მისივე თქმით, ისინი მსუბუქად დაშავდნენ, თუმცა საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე საქმე 353-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციელების წინააღმდეგ მუქარას, ძალადობას ან წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ამავე თემაზე: 

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლიაში
Print