ახალი ამბები
ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა (ფოტო)
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. აღნიშნულ სკოლაში სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1 170 მოსწავლისთვის და რეაბილიტირდა 4 000 კვ/მ ფართობი.

ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში 2019 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, მათ შორის, ხუთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 2014-2019 წლებში, საქართველოს მასშტაბით სრული რეაბილიტაცია ჯამში 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა. შედეგად, სასწავლო გარემო 40 000-მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, რაც ემსახურება საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
Print